Feb 02, 2025. თბილისი მოლი
„თბილისი მოლთან" აქციაზე დაკავებული 8 პირის წინააღმდეგ შსს-მ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო
„თბილისი მოლთან" აქციაზე დაკავებული 8 პირის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო - მათ შორისაა გიგი უგულავა.
გიგი უგულავა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ის ცოტახნის წინ, 48 საათის გასვლის შემდეგ იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა ადგილზევე სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს.