Feb 02, 2025. თბილისი მოლი
პოლიცია აკავებს და ფიზიკურად უსწორდება აქციის მონაწილეებს
პუბლიკამ“ თბილისი მოლთან გადაიღო ერთ-ერთი მოქალაქის დაკავება, რომელიც თეთრ სამარშრუტო ტაქსში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
კადრებში ჩანს, რომ მანქანაში სხვა დაკავებულებიც სხედან. მოქალაქის მოთავსების შემდეგ მანქანაში შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი შედის და კარს ხურავს.
„პუბლიკის“ რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, რომ შსს-ს წარმომადგენლები დაკავებულებს მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.