Feb 04, 2025. საქართველოს პარლამენტი, თბილისი.

ნიღბიანი ძალოვნები ჟურნალისტებზე და პროტესტის მონაწილეზე ძალადობენ

 პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციელებმა ძირს დააგდეს news.on.ge-ის მთავარ რედაქტორი, ვანცენტ ხაბეიშვილი. „ტვ პირველის“ კადრებში ჩანს, რომ მასთან ერთად ძირს ეცემა აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

აქციაზე, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე არკვევს.

პოლიციამ პარლამენტთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის" ფოტორეპორტიორზე, ნათია ლევერაშვილზე იძალადა - მას ხელი დაარტყეს და თმაზე მოქაჩეს.