Jun 16, 2025.

მზია ამაღლობელის პროცესი - როგორ ტყუიან მოწმეები | ლევან გოგმაჩაძე, გურამ დიასამიძე, გიორგი ბჟალავა

მზია ამაღლობელის ადვოკატ მაია მწარიაშვილთან ერთად განვიხილავთ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის პროცესს, რომელიც 7 აპრილს გაიმართა. პროცესზე დაიკითხა სამი მოწმე: გამომძიებლები - ლევან გოგმაჩაძე და გურამ დიასამიძე და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილე - გიორგი ბჟალავა. მათი ჩვენებებიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა როგორ მოქმედებს გამოძიება ამ საქმეში. ლევან გოგმაჩაძე ვერ ამბობს რატომ დაიწყო გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) მაშინ, როცა პატაკში „თავდასხმა" ნახსენები არ ყოფილა. გურამ დიასამიძე ვერ ხსნის როგორ გამოიტანა მან აჭარის ტელევიზიიდან მტკიცებულებად მხოლოდ 44 წამიანი ვიდეო (სილის გაწვნა) მაშინ, როცა განჩინების თანახმად, უნდა გამოეთხოვა 11-12 იანვრის ყველა ჩანაწერი, მათ შორის შავი მასალაც, რომელიც ასახავდა 11-12 იანვრის საპროტესტო აქციას და მნიშვნელოვანი იქნებოდა საქმისთვის. დიასამიძემ ისე აწარმოა გამოძიება, არსად უხსენებია, რომ მის მიერ დაკითხულ პოლიციელები აქციაზე ნიღბით იმყოფებოდნენ. კადრში იგი ვერ ახერხებს ამოიცნოს პოლიციელები. გიორგი ბჟალავას ჩვენებაში ამბობს, რომ მზია ამაღლობელი მას და პოლიციელებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდა, მათ შორის - „ბოზებოს" - რაც აქამდე საქმეში არავისგან გაჟღერებულა. 00:00 - 01:09 - შესავალი 01:09 - 01:36 - ლევან გოგმაჩაძე 01:36 - 02:36 - პატაკში თავდასხმა ნახსენები არაა 02:36 - 03:50 - ვისი შედგენილი პატაკი? 03:50 - 04:20 - პატაკში წერია - „ფიზიკური შეურაცხყოფა" 04:20 - 05:23 - რატომ დაიწყო გამოძიება თავდასხმის მუხლით? 05:23 - 06:53 - გურამ დიასამიძე 06:53 - 14:41 - განჩინება და 44 წამიანი კადრი 14:41 - 21:48 - ნიღბიანი პოლიციელები 21:48 - 22:06 - გიორგი ბჟალავა 22:06 - 22:20 - რატომ ეკეთა ბჟალავას ნიღაბი? 22:20 - 23:39 - შეუძლია პოლიციელს თვითნებურად გაიკეთოს ნიღაბი? 23:39 - 25:10 - ბჟალავა ადმინისტრაციულ დაკავებაზე 25:10 - 27:42 - „გვეძახდა ბოზებოო" 27:42 - 28:39 - რაში გამოიხატებოდა მზიას აგრესია? 28:40 - 31:17 - როგორ დაინახა სად მოხვდა დგებუაძეს ხელი, როცა მის უკან იდგა? #მზიაამაღლობელი#მაიამწარაშვილი#სასამართლო#ირაკლიდგებუაძე#mziaamaglobeli31:17 - 31:29 - სიწითლე დგებუაძის ლოყაზე