May 06, 2025. თბილისის საქალაქო სასამართლო

პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელის ჩვენება ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის პროცესზე

ნასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის პროცესზე დღეს პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი დაიკითხა.
მოწმემ განაცხადა, რომ მონაწილეობდა არტემ გრიბულის ჩხრეკაში და თავად ამოიღო ნარკოტიკული საშუალებები მისი ქურთუკის ჯიბიდან.
ბრალდებულ ანასტასია ზინოვკინას განცხადებით კი, ეს პოლიციელი მის ჩხრეკაში მონაწილეობა და რომ დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
⭕️ დაცვის მხარის შეფასებით, მოწმემ პროცესზე იცრუა და არაერთ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია დააფიქსირა.