Mar 24, 2025. თბილისის საქალაქო სასამართლო

პოლიციელი ლევან კოდელაშვილის ჩვენება მათე დევიძის პროცესზე

კოდელაშვილმა განაცხადა, რომ დევიძის დარტყმული "ცოტათი შეუწითლდა".

კოდელაშვილი: ჯოხი რამდენჯერმე მოიქნია და ერთხელ მომხვდა ხელის არეში. 

- დაზიანება გქონდათ?

- ცოტათი მქონდა შეწითლებული. 

- სამედიცინო დაწესებულებას მიმართეთ?

- არა, არ მქონდა ისეთი დაზიანება რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმემართა. 

- ტკივილის განცდას იწვევდა?

- რა თქმა უნდა. ამხელა ჯოხს რომ ხელში ჩაგარტყამენ ყველა იგრძნობს მაგ ტკივილს.