Jun 07, 2025. თბილისის საქალაქო სასამართლო
თინათინ კაჭკაჭიშვილი მარიამ ქავშბაიას დაჯარიმების შესახებ
23 მაისს „პუბლიკის“ ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია, რომელიც აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5 000 ლარით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს, რომელიც ამავდროულად სტუდენტია, 3 თებერვალს აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.
მარიამ ქავშბაიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი #თინათინკაჭკაჭიშვილი წარმოადგენდა.
„პუბლიკამ“ მას დაჯარიმებული ჟურნალისტის, მარიამ ქავშბაიას საქმეზე შეკითხვები დაუსვა.
ამ ვიდეოს მომზადებისას ცნობილი გახდა, რომ „პუბლიკის“ კიდევ ორ ჟურნალისტს აჯარიმებენ პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო.