Dec 03, 2024. ლესია უკრაინკასა და ტარას შევჩენკოს ქუჩების გზაჯვარედინი. თბილისი

სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს დაემუქრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

სტუდია მონიტორი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს დაემუქრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტი ლესია უკრაინკასა და ტარას შევჩენკოს ქუჩების გზაჯვარედინზე აქციის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

მომხდარს წინ უსწრებდა შელაპარაკება სპეცრაზმელსა და რამდენიმე აქტივისტს შორის.