2:00 - Nov 29, 2024. ჭიჭინაძის ქუჩა, საქართველოს პარლამენტთან, თბილისი
გდდ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს იყენებს
ღამის ორი საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა დაიწყო. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოიყენა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რომელშიც, აქციის მონაწილეების თქმით, წიწაკის სპრეი იყო გარეული. რუსთველის გამზირზე ძალადობრივად აკავებენ დემონსტრანტებს.