Nov 29, 2024. რუსთაველის გამზირი, ცისფერი გალერეის მიმდებარედ, თბილისი
სპეცრაზმი ამჯერად ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის დაშლას
სპეცრაზმი ამჯერად ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის დაშლას. მანამდე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რობოკოპები კი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
❗ მედია აპრილის ჟურნალისტი აქციიდან იტყობინება, რომ წყალში, რომელსაც აქციის მონაწილეების დასარბევად იყენებენ, სავარაუდოდ, შერეულია გარკვეული ნივთიერება, რომელიც იწვევს წვას და სუნთქვის შეფერხებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია, რომ პროტესტის დარბევა უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობდა, მათ შორის, სახეზეა ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევა.