Dec 07, 2024. სანაპირო, თბილისი
იარაღით თავდასხმა აქციის მონაწილეებზე
აქციის მონაწილეებს სანაპიროზე იარაღიანი პირები თავს დაესხნენ.
ისინი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს.
მოძალადე ჯგუფიდან ორის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა, ერთ-ერთი დავით მიქაძე იყო, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარია.
მეორე პირი კი პანკისელი მოჭიდავე ისლამ წუწაშვილია, რომელმაც დაპირისპირების დროს ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.