14:30 - Dec 29, 2024. ქაშუეთის ეკლესიასთან, თბილისი

პოლიცია აქციაზე აკავებს მოხუც ქალს

მოხუცის დასახმარებლად მივიდა მისი მეგობარი გოგო, ქეთი პეტრიაშვილი და არკვევდა, რატომ აკავებთო, პოლიციელმა გაიწია ამ გოგოზე, რადგან ეს გოგო იღებდა ტელეფონით. ამ გოგონას გამოექომაგა ცოტნე ნანავა, რის გამოც ის დაიჭირეს. დასდეს ბრალი პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში, აბრალებენ, გვაგინებდიო, რასაც ცოტნე უარყოფდა. ცოტნე ყვება, რომ მას ყელში უჭერდა პოლიციელი, ახრჩობდა, შემდეგ შემოახიეს ტანსაცმელი, სცემეს და წაიყვანეს სამგორის განყოფილებაში, მანქანაშიც აგრძელებდნენ მის ცემას. ამაში მონაწილეობდნენ ნიღბიანი პირებიც. ცოტნეც და ქეთი პეტრიაშვილიც მოგვიანებით გამოუშვეს ხელწერილის საფუძველზე.