Jan 12, 2025. რესტორანი “ბაბილო", თბილისი

ზვიად რობაქიძეს იტაცებენ რესტორანი “ბაბილოს” ტერიტორიიდან

ზვიად რობაქიძეს იტაცებენ რესტორანი “ბაბილოს” ტერიტორიიდან. გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავების მომენტში ზვიადი იმ პოლიციელისგან ზურგით დგას, რომელმაც ის მიზანში ამოიღო და გაიტაცა.ზვიადი და კიდევ 8 მოქალაქე რესტორან “ბაბილოს” მიმდებარე ტერიტორიაზე 12 იანვარს დააკავეს. რესტორანში რეჟიმის მოსამართლეების წვეულების ფონზე მოქალაქეები პატიმრების მშობლებთან ერთად პროტესტს გამოხატავდნენ.

15 იანვარს სასამართლომ ზვიად რობაქიძეს 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გამტაცებელი პოლიციელის სახელია გოგა მემანიშვილი.