Jan 18, 2025. რუსთაველის მეტროსთან, თბილისი

რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია გაიტაცეს

უცნობმა პირებმა რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია მეტრო რუსთაველიდან ჩატენეს მანქანაში და გაიტაცეს. მეგობრებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც მხოლოდ რეაგირების ოქმი შეავსო.

მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით იყვნენ დაკავებულები.

მუხლები პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას და მანიფესტაციისას კანონდარღვევას გულისხმობს.