Jan 16, 2025. წინასწარი დაკავების იზოლატორი, სამტრედია

თემურ ქათამაძის დაკავება

ბათუმში, პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე გაფფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე სამტრედიაში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს. ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, აკაკი გვიანიძის ინფორმაციით თემურ ქათამაძე თურქეთის მოქალაქე, “ჩვენებურია” და, რომ სავარაუდოდ, საემიგრაციო საკითხების გამო დააკავეს.