16:49 - Jan 18, 2025. თემქის მე-7 პოლიციის სამმართველო, თბილისი
პოლიციელებმა აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავეს
საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშში მონაწილეებს პოლიციამ განუცხადა, რომ აქციაზე სახის დაფარვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ნიღბების მოხსნა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მოხდება მათი იდენტიფიცირება, ვისაც სახე აქვს დაფარული.
აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ ისინი არ ემორჩილებიან ამ კანონს, რის შემდეგაც აქციის რამდენიმე მონაწილე ძალის გამოყენებით დააკავეს.