16:45 - Jan 18, 2025. თემქის მე-7 პოლიციის სამმართველო, თბილისი
აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს
პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობის შემდეგ გამართულ აქციაზე რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი და აქტივისტი მარიამ პაიჭაძე ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიცია მოქალაქეებს ნიღბების მოხსნას სთხოვდა, აქციის მონაწილეებმა კი მათ განუცხადეს, რომ ამ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ.