16:45 - Jan 18, 2025. თემქის მე-7 პოლიციის სამმართველო, თბილისი

6 ადამიანი დააკავეს თემქის მე-7 სამმართველოსთან

თემქის მე-7 სამმართველოსთან, პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის დროს, 6 ადამიანი დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებისას პოლიციის შენობის შუშა იმსხვრევა, ადგილზე შეკრებილი ხალხი სასწრაფოს გამოძახებას ითხოვს, თუმცა დაკავებულის ჯანმრთელობის შესახებ პოლიცია ინფორმაციას მათ არ უზიარებს.

ძალადობრივი დაკავებები მოქალაქის მიერ ნიღბის გაკეთებას მოყვა.