მირზა ჯაფარიძე

პოლიციელი

მოწმე ნიკა კაციას პროცესზე. დაიკითხა 2025 წლის 18 ივნისს. საქმის მასალების მიხედვით, ის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა.

სანამ კაცია მას შეკითხვებს დაუსვამდა, აღნიშნა, რომ ეს პოლიციელი მისი დაკავების ადგილზე საერთოდ არ უნახავს. დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, მან მოწმეს შეკითხვები მაინც დაუსვა.