გიორგი ესტატეშვილი

პოლიციელი

მოწმე მათე დევიძის პროცესზე. გიორგი ესტატეშვილი დაზარალებულად იყო ცნობილი. 2025 წლის 19 თებერვალს იგი სასამართლოში გამოიკითხა. 

მან აღნიშნა, რომ მათე დევიძემ ჯოხი დაარტყა, შედეგად კი იგრძნო ტკივილი და მიიღო დაზიანება.
მას პროცესზე არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა სახის დაზიანება მიიღო. ამ შეკითხვას მან არც ჟურნალისტებთან უპასუხა

მათე დევიძეს 2025 წლის 12 ივნისს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

----------------------------------

2023 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ესტატეშვილი დააჯილდოვა.

პატრულ-ინსპექტორმა მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, მუხიანში, მაღალსართულიანი კორპუსის ცეცხლმოკიდებულ ბინაში შეღწევა მყისიერად შეძლო, გიორგი ესტატეშვილმა იქ მყოფი ასაკოვანი მამაკაცი ბინიდან გამოიყვანა და მისი გადარჩენა მოახერხა.