თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
ნინო გალუსტაშვილთან დაკავშირებული საქმეები
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე.
11 პირის საქმე, რომლებიც ჯგუფურ ძალადობაში არიან ბრალდებული : ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, რევაზ კიკნაძე, ლუკა ჯაბუა, ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კოხარჩუკი, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი.
მათე დევიძის საქმე - 2025 წლის 12 ივნისს გალუსტაშვილმა მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. 21 წელი მას ციხეში შეუსრულდა. პროკურატურა მას ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
პროფესიული პროფილი
დაიბადა 1992 წლის 30 აპრილს ქ. მცხეთაში
2010 წელს დაამთავრა ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხრანის პირველი საჯარო სკოლა
2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
2017 წელს დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა
2023 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
2016 წელს იყო სტაჟიორი და შემდეგ კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი მცხეთის რაიონულ სასამართლოში
2016-2017 წლებში იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივანი
2018-2020 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში
2020-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე