მონაწილეობდა ანასტასია ზინოვკინას ჩხრეკაში.
დაიკითხა 2025 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომაზე. მასთან შეკითხვების ნაწილი მიემართებოდა თუ რატომ არ გადაიღეს ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელებმა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ან რატომ არ დაისწრეს ნეიტრალური პირი ჩხრეკაზე, რასაც მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი ავალდებულებს.
ძნელაძემ აღნიშნა, რომ კონცენტრირებული იყო ჩხრეკაზე და „მოქალაქეს ვერ გაეკიდებოდა” შეთავაზებით, რომ დასწრებოდა ჩხრეკას. რაც შეეხება ვიდეოგადაღებას, მისი განმარტებით, ჩხრეკა მანქანაში მიმდინარეობდა, წინა სავარძელზე კი პოლიციელი ემილ კუპრავა იჯდა. თამარ ძნელაძეს მიაჩნია, რომ კუპრავა ვერ შეძლებდა წინიდან უკან ვიდეოგადაღებას და არც უცდიათ - „არც მითხოვია, რომ გადაეღო“.