ირაკლი მუხათგვერდელი

პოლიციელი

მოწმე პოლიციელი ნასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის სასამართლო პროცესზე.

2025 წლის 22 მაისის სხდომაზე გაგრძელდება მოწმე პოლიციელის ირაკლი მუხათგვერდელის დაკითხვა, ვინაიდან წინა სხდომაზე მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ბრალდებულ არტემ გრიბულს არ მიეცა.

- ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩაგედოთ ნარკოტიკი თუ გადავალეს? - ჰკითხა მას გრიბულმა.
- თქვენი გადაწყვეტილება იყო, რომ გქონოდათ ნარკოტიკი. არავის არაფერი არ ჩაუდია, - უპასუხა მას პოლიციელმა.
წინა სხდომაზე ამ მოწმემ განაცხადა, რომ მონაწილეობდა არტემ გრიბულის ჩხრეკაში და თავად ამოიღო ნარკოტიკული საშუალებები მისი ქურთუკის ჯიბიდან.
ბრალდებულ ანასტასია ზინოვკინას განცხადებით კი, ეს პოლიციელი მის ჩხრეკაში მონაწილეობა და რომ დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
დაცვის მხარის შეფასებით, მოწმემ პროცესზე იცრუა და არაერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია დააფიქსირა.
📌 „პუბლიკამ” შეეცადა, მუხათგვერდელისთვის კითხვები დაესვა, თუმცა მან თანმხლებ პირებთან ერთად პასუხის გარეშე დატოვა სასამართლოს ტერიტორია