
„თქვენ ამბობთ, რომ ჩემმა გოგომ იცოდა ჩემი დაკავების ამბავი. 9 საათამდე მანქანაში ვიყავი გამოკეტილი. ჩემმა ოჯახმა არაფერი იცოდა. რატომ არ მომეცით ზარის განხორციელების საშუალება? თქვენი სახლში მოსვლის შემდეგ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, მეუღლე გამიხდა ცუდად. გეხვეწებოდით სასწრაფოზე და არაფერს მპასუხობდით. შემოვარდა ჩემი გოგო ლანძღვით, ამასაც ვიტყვი. მთელი დღე, ჩემი გოგო, სიძე, მთელი ოჯახი, სანათესავო, მეძებდნენ და არავინ არაფერი იცოდა.
[...] გაურკვეველ ადგილას, სადღაც დამალული გყავდით 9 საათამდე მანქანაში. გამვლელსაც არ უშვებდით მანქანასთან ახლოს“, — მიმართა ჯანო არჩაიამ მოწმეს.

„ვერ ვხვდები, რას იძახით“, — უპასუხა გოგიტა ხარატიშვილმა, კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა ჯანო არჩაიას.
---------------------
იმავე 13 ივნისის სხდომაზე:
ადვოკატი: შეგიძლიათ, მიმითითოთ, რომელია ვალერი თეთრაშვილი?
მოწმე ხარატიშვილი: აი იქ დგას, პირდაპირ მიყურებს.
ვალერი თეთრაშვილი იმ დღეს სასამართლოს არ ესწრებოდა.