მოსამართლე კობა ჩაგუნავა

მოსამართლე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. 2023 წლიდან გამწესდა უვადოდ.

კობა ჩაგუნავასთან დაკავშირებული საქმეები:





განათლება:

2008 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2011 წელს დაამთავრა საქართველოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის სპეციალობით.

2012 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2017 წელს მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროგრამასა და მენტორინგში, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებას სასამართლო პრაქტიკაში.

2018 წელს  წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2018 წელს სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება - ,,HELP''-ის დისტანციური სასწავლო კურსი.

2019 წელს სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი, რომელის შეეხებოდა სასამართლო სხდომების მართვას და კომუნიკაციას.

2019 წლის 18 მარტიდან 2020 წლის - 17 იანვრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა  ქ. სტრასბურგში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისთვის გამართულ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მიზნით.


დასანქცირებულია ესტონეთის მიერ