პროკურორი თინათინ კაჭკაჭიშვილი

პროკურორი

თინათინ კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებული საქმეები:


ბრალმდებელი გელა ხასაიას საქმეში, რის შედეგადაც მას მიუსაჯეს 12-დღიანი პატიმრობა. გელა ხასაიას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. 

გელა ხასაია 31 მარტს დააკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია მისი ჩანთის ჩხრეკას ითხოვდა და ამას „გარეგან დათვალიერებას“ უწოდებდა. გელა ხასაია თანახმა იყო მისი ჩანთა გარედან დაეთვალიერებინათ რასაც „გარეგანი დათვალიერება“ მოიცავდა. ის ცდილობდა გაერკვია, რატომ მოითხოვდნენ მისი ჩანთის ჩხრეკას, რა დროსაც მოულოდნელად დააკავეს.

-----------------------------------

2025 წლის 11 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის „კეთილსინდისიერად“ შესრულებისთვის და „მაღალი პროფესიონალიზმისთვის“ შსს-ს იურისტი, თინათინ კაჭკაჭიშვილი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

------------------------

2025 წლის 4 ივნისს მისი მოთხოვნით, 5000 ლარით დაჯარიმდა პუბლიკის ჟურნალისტი, რომელიც ამავე დროს სტუდენტია.

ამ თემაზე მისი მოკლე ინტერვიუ: https://f003.backblazeb2.com/file/evidencemedia/videos/06.2025/06.07.2025+Tinatin+Kachkachishvili+interview.mp4 

-------------------------

2025 წლის 2 მაისს საბა სხვიტარიძის პროცესზე ადგილები დაიკავა რომ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ დატეულიყვნენ სასამართლო დარბაზში. საბოლოოდ, პატიმრების ახლობლების პროტესტის შემდეგ, იძულებული გახდა დარბაზი დაეტოვებინა

----------------------

თინათინ კაჭკაჭიშვილის ავტორობით დაბეჭდილი პუბლიკაცია: ნამდვილი ნების არარსებობის პრეზუმფცია სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის დროს. ჟურნალი "კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხები", მეორე ტომი. 2024 წლის 25 მარტი