ზვიად ცეკვავა

მოსამართლე

2025 წლის 23 მაისს პუბლიკის” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია 5000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 3 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებოდა.

მარიამ ქავშბაიამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები - ამ დღეს მის მიერ გადაღებული ფოტომასალა - „პუბლიკის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული მასალები მისი ავტორობით. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაშიც ჩანს, როგორ მუშაობს ჟურნალისტი აქციის მიმდინარეობისას. მიუხედავად ამისა სასამართლომ მარიამი, რომელიც ამავდროულად სტუდენტია, 5 000 ლარით დააჯარიმა.

**********

2025 წლის 12 თებერვალს გიგი უგულავა 5000 ლარით დააჯარიმა. გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. ბრალდება ამტკიცებდა, რომ უგულავამ 17 იანვარს რუსთაველის გამზირი ხელოვნურად გადაკეტა

---------------------------------------------------------------

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1990 წლის 21 აპრილს ქ. თბილისში

განათლება

2007 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N89 საჯარო სკოლა
2011 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა
2011-2023 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები; მართლმსაჯულების სკოლა; 
2018 წელს გაიარა ტრენინგი - საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომითი კოდექსი
2019 წელს გაიარა ტრენინგი - საკორპორაციო სამართალი
2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში

სამუშაო გამოცდილება

2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი
2017-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე
2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით