დავით მარტიაშვილი

სასამართლოს მანდატური
Davit Martiashvili

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურთა სამსახურის ხელმძღვანელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურთა სამსახურის ხელმძღვანელი,
რომელიც მცირე შელაპარაკების დროსაც ფიზიკურად უსწორდება სასამართლოსთან შეკრებილ ადამიანებს, მათ შორის სინდისის პატიმრების დედებსა და ოჯახის წევრებს, სასამართლოში "წესრიგის დაცვის მოტივით".

📍ინციდენტი 2025 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა, როდესაც პოლიტპატიმარ ნიკა კაციას სასამართლო პროცესი იმართებოდა.

📍დავით მარტიაშვილმა სხვა მანდატურებთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცჰყოფა მიაყენა ნიკა კაციას დედასა და ძმას და სასამართლოს შენობიდან გააძევა

,,რაც მე დღეს სასამართლოში ვნახე, არც ერთ დედას არ ვუსურვებ, როგორ ახეთქებდნენ კედლებზე, ჩემ შვილს. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით მარტიაშვილი, გამორჩეულად აგრესიული, უზრდელი, თავხედი ადამიანია და თან მეტრაბახება, რომ განათლებული დედა ჰყავს, ეტყობა, განათლებულ დედას, ასეთი ურჩხული არ შეიძლება გაეზარდა. მე რომ ვყვიროდი, ხელი გაუშვით მეთქი, დამარტყა, თუ მიბიძგა არ ვიცი, მაგრმ ხელით შემეხო, მოსაცმელი რაც მეცვა, იმით მაფრიალა. ან როგორ არ წავიქეცი, მარჯვენა და მარცხენა ხელიც მტკივა. მეც მიმათრევდა, სხვებმა დამიცვეს, აღარ გამიშვეს, გავჩერდი, ვეღარ მივდიოდი და ვხედავდი, როგორ დაეტაკა ჩემ შვილს და მიზანმიმართულად ძალადობდა. ამ ადამიანს ღირსება, მორალი და ადამიანობა არ გააჩნია.

ეს იყო პროვოკაცია. მხოლოდ ლაშასკენ მიმართული არა, ჩემს მიმართაც. ამ მანდატურმა ერთ ადამაინს ტვინის შერყევა დამართა, მეორეს ლამის ხელი მოტეხა და ეს შერჩა. გამოჩნდება თუ არა ეს ადამიანი სასამართლო დერეფნებში, სულ ასეთი კივილია. პროვოკატორია, ან დაწინაურებას ელოდება, ალბათ ფიქრობს, რც უფრო აგრესიულად მოვიქცევი, უკეთესიო. ისიც არ ჰყოფნით, რომ ჩვენი ბჭები უსამართლოდ ჰყავთ დაპატიმრებულები და ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ რამე გავაკეთოთ,- ამბობს ნიკა კაციას დედა. (წყარო tvpirveli.ge)

****************

2025 წლის 11 ივნისს იძალადა ანა დოლიძეზე. ანა დოლიძემ Facebook-ზე დაწერა:

მაშ შემდეგ რაც ახობაძის პროცესიდან გამოვდიოდი მშვიდად, გაოგნებული ცრუ მოწმის ქცევით, უკნიდან შემოვარდა დავით მატიაშვილი, მანდატურების უფროსი, რომელსაც ნაცების დროიდან ვცნობ მანდ და დიდი ძალით გამომიყვანა ოთახიდან ზურგით. ამ დროს მივიღე დაზიანება ხელზე: ან ხელში ეჭირა რაღაც ან კარებს დამარტყმევინა.