ირაკლი შვანგირაძე

მოსამართლე
Irakli Shvangiradze
🔴 ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლო სხდომათა დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. შვანგირაძე განიხილავს იმავე მუხლით ბრალდებული სხვა პოლიტიკოსების, ბადრი ჯაფარიძისა საქმესაც.
🔴 შვანგირაძემ მოსამართის ფიცი 5 თვის წინ, 2024 წლის 24 დეკემბერს დადო. იქამდე ცოტა ხნით ადრე, 2022-2023 წლებში ის ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. უფრო ადრე, 2017-2019 წლებში კი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
🔴 ის თავმჯდომარეობდა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის [ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, რევაზ კიკნაძე, ლუკა ჯაბუა, ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი] საქმეს. ეს საქმე მას სხდომის გამართვის წინა საღამოს დაეწერა. შვანგირაძე მაშინ ამტკიცებდა, რომ ერთ ღამეში მოასწრო 13-ტომიანი საქმის გასაცნობად. მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობის გარდა, მან პატიმრობაში დატოვე 11-ვე ბრალდებული და საქმე არსებითი განხილვის სხდომაზე გადაიტანა.
🔴 სწორედ ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით დაიხურა 11-პირიანი საქმის სხდომები. შვანგირაძე იყო ის მოსამართლე, რომელმაც დარბაზში არ დაუშვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი.
🔴 შვანგირაძის გადაწყვეტილება იყო არცერთი წუთით არ დაეშვათ სხდომათა დარბაზში ირაკლი ქერაშვილის ემიგრანტი დედა, რომელიც საქართველოში დაკავებული შვილის სანახავად ჩამოვიდა და სხდომიდან რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ მიდიოდა ქვეყნიდან.

პროფესიული პროფილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

დაიბადა 1987 წლის 7 იანვარს ქ. ქუთაისში.

განათლება

2004 წელს დაამთავრა ქუთაისის N 2 საჯარო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2010 წელს დაამთავრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა გამოცდა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალში, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი.

სამუშაო გამოცდილება

2009-2016 წლებში იყო კანცელარიის სპეციალისტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე/სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2017-2019 წლებში იყო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2019-2021 წლებში იყო საადვოკატო ბიურო ვეტოს ადვოკატი.

2022-2023 წლებში იყო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე