სალომე ედიშერაშვილი

საბა სხვიტარიძის საქმის მთავარი გამომძიებელი

საბა სხვიტარიძის მთავარი გამომძიებელი, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები, შექმნა ყალბი ჩვენებები.

სალომე ედიშერაშვილის ოთახში აწამეს საბა სხვიტარიძე. მან კი 2025 წლის 22 მარტს პროცესზე დაკითხვისას ცრუ ჩვენება მისცა, “ვერ გაიხსენა” წამების ფაქტები. 

ასევე, სალომე ედიშერაშვილმა თავის უფროსთან შეთანხმებით გასცა დავალება, რომ საბა მიეყვანათ განყოფილებაში და მის კაბინეტში უმოწყალოდ ეცემათ.
სალომე ედიშერაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ხმაურის ფონზე დატოვა. ეზოში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს ერთ-ერთი მხარდამჭერი - გიორგი ჩხეიძე. 
„პუბლიკამ“ გადაიღო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს რა ვითარებაში აკავებს პოლიცია გიორგი ჩხეიძეს. ვიდეოში ჩანს, რომ გიორგი ჩხეიძე მოშორებით დგას ადამიანთა ჯგუფიდან და შორიახლოდან იღებს ვიდეოს, რა დროსაც მასთან მიდის სამი პოლიციელი და იწყებენ მის დაკავებას.

სალომეს შვილი ფლექსის პროგრამით ამერიკაშია სასწავლებლად.