ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეექვსე განყოფილების უფროსი.
2025 წლის 15 აპრილს არჩილ ანთაძემ სასამართლო სხდომაზე თავდაპირველად თქვა, რომ არ დაუნახავს, როდესაც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მას აჩვენეს ვიდეო კადრები, სადაც არჩილ ანთაძე უშუალოდ შეესწრო მზია ამაღლობელის დაკავებას პლაკატის გაკვრის გამო. მან საკუთარი თავი „ამოიცნო“ კიდეც, თუმცა თქვა, რომ არ დაუნახავს, რის გამო დააკავეს ამაღლობელი. კადრებში ჩანს საპირისპირო - არჩილ ანთაძე თავადაც მონაწილეობს მიწებებული სტიკერის ჩამოხევაში, რის გამოც 11 იანვარს მზია ამაღლობელი დააკავეს.