თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
ჯვებე ნაჭყებიასთან დაკავშირებული საქმეები
მოსამართლე ანატოლი გიგაურის პროცესზე
2025 წლის 3 ივნისს ანტონ ჩეჩინი პატიმრობაში დატოვა. რუსეთის მოქალაქე მამაკაცი, რომელიც თბილისში ანტირუსულ დემონსტრაციებს ესწრებოდა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო ასამართლებენ. იგი რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
2025 წლის 23 ივნისს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
პროფესიული პროფილი
დაიბადა 1979 წლის 18 ოქტომბერს მარტვილში
1997 წელს დაამთავრა მარტვილის რაიონის სოფელ კურზუს საშუალო სკოლა
2003-2005 წლებში იყო სხდომის მდივანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში
2005 წელს იყო სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში
2005-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე
2010-2014 წლებში იყო იურისტი შპს „გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანიაში“
2014-2016 წლებში იყო მანდატურის სამსახურის უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
2016-2017 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე - მთავარი კონსულტანტი (ხელშეკრულებით) თბილისის საქალაქო სასამართლოში
2017-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე